ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულ საზეიმო ვითარებაში დაიწყო. მონატრებული პედაგოგები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ.
სწავლის დაწყების პირველი დღე მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. ნიჭიერმა მოსწავლეებმა სპეციალურად ამ უმნიშვნელოვანეს დღესთან დაკავშირებით სიმღერები შეასრულეს.
ეს დღე ყველაზე ემოციური პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს. ბავშვებს ბუკები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
სამახსოვრო ფოტოების გადაღებისა და ღონისძიების შემდგომ კი მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად ცოდნის სამყაროში მოგზაურობას შეუდგნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს