„აფხაზეთი საქართველოა!“- იდლიანის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
29-09-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

სკოლაში აფხაზეთის ომის მიმდინარეობაზე ისაუბრეს, პედაგოგებმა მოსწავლეებს შესაბამისი ინფორმაცია გააცნეს და მათი ცოდნა კიდევ უფრო გააღრმავეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი სათქმელი საქართველოსა და უკრაინის დროშებით ხელში გამოხატეს.

„ჩვენ გვახსოვს! აფხაზეთი საქართველოა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

წელს, აფხაზეთის ომიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203