სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
29-09-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე აღინიშნა. 

უცხოური ენების კათედრაზე განხორციელებულ ღონისძიებაში მე-5, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლაში ვორქშოფები 6 ევროპულ ენაზე მიმდინარეობდა. მას შემდეგი მასწავლებელები და მოსწავლეები უძღვებოდნენ:

ინგლისური ენა - ინგლისური ენის მასწავლებელი ამალია ზარდიაშვილი;
ფრანგული ენა - ფრანგული ენის მასწავლებელი მარინე იაკობიშვილი;
გერმანული ენა - მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებელი დიმიტრი პოპოვი;
ესპანური ენა - ფრანგული ენის მასწავლებელი ლია ბიბილაშვილი;
ბერძნული ენა - ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა გოგიაშვილი;
თურქული ენა - მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები - ანა გაბიტაშვილი, სალომე კალაძე და ნინი პეტრუზაშვილი.

თითოეულ ვორქშოფზე ქვიზები და ვიქტორინები გაიმართა. შედეგად გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ, რომლებსაც სერთიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203