ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგ გულნარა შერვაშიძეს უფროსი სპეცმასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
29-09-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის პედაგოგები დირექტორის, ნატალია კეჭეხმაძის ხელმძღვანელობით კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
მათ, შორის ერთ-ერთია სკოლის ახალგაზრდა პედაგოგი გულნარა შერვაშიძე, რომელმაც წელს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
„გილოცავ, გულნარა, უფროსი სპეცმასწავლებლის სტატუსს! წარმატებები არ დაგლეოდეს!“, - ვკითხულობთ დირექტორის, ნატალია კეჭეხმაძის მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგი მოწოდებულია საკუთარი გამოცდილება და ცოდნა მოსწავლეებს მაქსიმალურად მოახმაროს, რაც ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად აისახება.