თბილისის N16, N120, N118 და N59 საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა პატივსაცემად გამართულ, ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობდნენ
29-09-2022
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ფეხბურთში ტურნირი - „გახსოვდეს აფხაზეთი“ გაიმართა.
ის აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.
მასში თბილისის N16, N45, N59, N118, N120 საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ტურნირის ფინალში ერთმანეთს N59 და N118 საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ, დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:3 N59 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები მედლებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულ გუნდს კი თასი გადაეცა. მოთამეშეები თბილისის N16 საჯარო სკოლის დირექტორმა მზია სულამანიძემ და თბილისის N59 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ლელეშვილიმა დააჯილდოვეს. „სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერი საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველეზე ტკივილიანი თარიღია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს