„მიცნობდეთ“- ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
29-09-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია - „მიცნობდეთ“, მოამზადეს. 

მოსწავლეებმა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია PowerPoint-ში განათავსეს. წარმოადგინეს, თუ რა იყო მათი ინტერესები, რა მოსწონათ, რა არ მოსწონდათ, ასევე, დაურთეს ფოტოსურათებიც. 

აქტივობამ ძალიან სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა. მეოთხეკლასელები მასში პედაგოგ გუანნა მკოიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

„მათ თავი ძალიან ლამაზად წარმოადგინეს. კარგი და საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა“,- წერს პედაგოგი გუანნა მკოიანი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203