საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა
29-09-2022
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში დროშა დაუშვეს. მეცხრეკლასელმა ლუკა კუჭავამ კი დანარჩენ მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა დიდ ტრაგედიასა და ტკივილს ახსენებს ეს დღე ყველა ქართველს.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
„შეხვედრაზე იმის იმედიც გამოთქვეს, რომ მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ სოხუმს, მთელ დაკარგულ ტერიტორიებს და 27 სექტემბერი ზეიმისა და სიხარულის დღე იქნება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს