მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოკლუბის -„ბუნების მოყვარულნი“ წევრებმა ნერგები დარგეს  
29-09-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ გარემოსდაცვით ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი - „ბუნების მოყვარულნი“, რომლიც წევრებიც ბუნებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, შემდეგ კი აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის და სახეობის ნერგი დარგეს. 

აქტივობას ხელმძღვანელობდა სკოლის დირექტორი და ისტორიის პედაგოგი ბრძოლვერდი ჟორჟოლიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203