„ზაფხული“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა შთამბეჭდავი კომპლექსური დავალება
29-09-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი კომპლექსური დავალებებია. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ და მოსწავლეები კი მათ შესრულებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

სკოლის მოსწავლეებმა მორიგ საინტერესო დავალებაზე იმუშავეს. 

II კლასში კომპლექსური დავალების - „ზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა. 

ბავშვებმა ისაუბრეს ზაფხულის ბუნებაზე, არდადეგებზე, საქართველოს იმ კუთხეებზე, რომლებიც მოინახულეს. ბოლოს შეაჯამეს და დაასკვნეს: ზაფხული იყო მრავალფეროვანი, თბილი, საინტერესო, მხიარული, ფერადი...

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203