ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართეს
29-09-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ცირა ძაძუას ხელმძღვანელობით ღონისძიება ჩაატარეს. მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, თემატური პლაკატები მოამზადეს, აფხაზეთის ომზე ისაუბრეს და სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს. მათ შორის - იცეკვეს და იმღერეს.
დაფაზე აფხაზეთისა და ომში დაღუპული გმირების შესახებ წარწერა ინგლისურ ენაზე გააკეთეს.
მეშვიდეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს