ჯუმის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - მოსწავლეებმა სწავლა 26 სექტემბერს საზეიმოდ განაახლეს
28-09-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი, პირველი სართულის დერეფნის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამო, 26 სექტემბერს დაიწყო.

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის, თემისა და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.

სკოლის დირექტორმა, ირმა ბუკიამ სასკოლო საზოგადოებისთვის ახალი სასწავლო წლის მილოცვის შემდეგ უღრმესი მადლობა გადაუხადა მუდამ მოწოდების სიმაღლეზე მდგომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად, მზად არიან მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების აღმოჩენისთვის.

დირექტორმა, ირმა ბუკიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა 2020-2021 სასწავლო წელს მერიის დაფინანსებით, განხორციელდა საპირფარეშოს მიშენება; 2021-2022 სასწავლო წელს შესრულდა სკოლის მე-2 სართულის დერეფნის, ხოლო 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველი სართულის დერეფნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203