ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მანდატურებმა საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ ლექცია-სემინარი ჩაუტარეს
28-09-2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის მანდატურებმა სხვადასხვა კლასებში საინტერესო ლექცია-სემინარი ჩაატარეს.

სემინარის თემა გახლდათ - უსაფრთხო გადაადგილება ქუჩებში.

მანდატურებმა მოსწავლეებს საგზაო ნიშნები გააცნეს და მათი დანიშნულება შეახსენეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია და მანდატურებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან. 

„ეს თანამშრომლობითი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203