„ადამიანისა და მცენარეების საჭიროებები“- წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
28-09-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Vll კლასში ბიოლოგიისა და მათემატიკის ინტეგრირებული კომპლექსური დავალების - „ადამიანისა და მცენარეების საჭიროებები“ პრეზენტაციები გაიმართა. 

მოსწავლეებმა საგნის პედაგოგების - ნატალია მანდარიასა და მანანა წულაიას ხელმძღვანელობით, საინტერესო პრიეზენტაციები წარადგინეს და შესაბამისი უკუკავშირიც მიიღეს.

ისინი დავალების შესრულების პროცესში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ასევე, აღსანიშნვია, რომ აქტივობაში, სკოლაში პროექტ „პატრიოტი დიასპორელის“ ფარგლებში მყოფი მოსწავლე, თევდორე მაისურაძეც მონაწილეობდა. 

„ამ ორი საგნის კომპლექსური დავალების ინტეგრირება იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რომ საბერძნეთიდან ჩამოსული მოსწავლე - თევდორე მაისურაძე, რომელიც „პატრიოტი დიასპორელის" ეგიდით სწავლობს ამ კლასში, პირველივე დღესვე აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში.
წარმატებები მას და მის ქართველ თანაკლასელებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203