წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს
28-09-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები იამზე წულუკიძე, თეა ჭუმბურიძე, ნინო ლობჯანიძე-ლალიაშვილი და მანანა წულაია ლიდერი მასწავლებლის კურსში მონაწილეობდნენ. 

მათ, USAID საბაზო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროფესიული განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. 

აღნიშნული კურსის თემა იყო „ქოუჩინგი მცირე ჯგუფებში საკლასო გარემოს, სასწავლო აქტივობებისა და რესურსების, განმავითარებელი შეფასების, დიფერენცირებული სწავლებისა და მასწავლებელთა გუნდური მუშაობის საკითხებზე“. 

ის 18 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

სკოლაში მასწავლებელთა მიღწევით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203