საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლეებს სხვადასხვა საგანს მიწვეული პროფესორები შეასწავლიან
28-09-2022
ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზში“ მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვებს სკოლის დირექცია მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, რაც სასწავლო პროცესს მეტად ნაყოფიერს ხდის.

ჯერ კიდევ 2018-2019 სასწავლო წელს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაწყებული მეგობრობა, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით ხორციელდებოდა წელს უფრო გაღრმავდა.

მასტერკლასების ნაცვლად ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები უკვე საკლასო სივრცეში გადაინაცვლებენ.

აღსანიშნავია, რომ საერო სკოლა „ფარნავაზმა“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან სტუმრებს უკვე უმასპინძლა, რომლებმაც საკუთარი შთაბეჭდილებები სამახსოვროდ წერილობითი სახით დატოვეს.

პროფესორები უხელმძღვანელებენ საგნების: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმიის სწავლებას. თავად ჩაატარებენ და უზრუნველყოფენ წინასწარ შეთანხმებული პროგრამის ახსნა - ათვისებას.

„უფრო დეტალურად ძალიან მოკლე დროში გაგაცნობთ „ფარნავაზის“ პატარა ოჯახის ახალ საამაყო წევრებს. გილოცავთ... განათლება გადაგვარჩენს!“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203