ჩხაკოურის საჯარო სკოლაში ერთადერთ პირველკლასელს განსაკუთრებულად დახვდნენ
28-09-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი ახალ, თანამედროვე სტანდარტების შენობაში საზეიმოდ განახლდა.
სკოლისთვის სწავლის სრულიად თანამედროვე გარემოში დაწყებამ ნამდვილად ისტორიული დატვირთვა შეიძინა.
სასწავლო წლის დაწყების პირველი დღის მთავარი გმირი კი პირველკლასელი ანა ბერიძე გახლდათ, რომელსაც საინიციატივო ჯგუფმა - „ქალები მომავლისთვის“ მოკრძალებული საჩუქარი გადასცა.
„ახალ სასწავლო წელს, ახალი სკოლის შენობაში შევხვდით. წარმატებები ანას და საქართველოს ყველა მოსწავლეს... პედაგოგებს კი ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებთ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს