ჩხაკოურის საჯარო სკოლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა აქვს
28-09-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლას ახალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აქვს.

შენობა 60 მოსწავლეზეა გათვლილი, რომელშიც 8 საკლასო ოთახი და 1 კლასლაბორატორიაა.

ეზოში ასევე მოეწყო სპორტული მოედანი, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები.

სკოლა სსსმ მოსწავლეებისთვის სრულად ადაპტირებულია.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში სწავლას მეტი ენთუზიაზმითა და მონდომებით აგრძელებენ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203