ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქციას შეუერთდნენ
28-09-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, მოსწავლეები 18 სექტემბერს დასუფთავების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქციაში - Let's do it Georgia მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო, მიმდებარე ტერიტორია და სოფლის ცენტრი; მათი აზრით სუფთა გარემო საწინდარია ჯანსაღი ცხოვრებისა და მსოფლიოში მცხოვრები თითოეული მოქალაქე ვალდებულია, დაიცვას გარემოს სისუფთავე და თავისი წვლილი შეიტანოს ამ დიდ საქმეში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აქტივობის ლიდერი მანანა ჩინჩალაძე გახლდათ.
„მადლობა გვინდა გადავუხადოთ ორგანიზაციას Let's do it Georgi-ს და სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის“, - ვკითხულობთ აქტივობის მონაწილეების წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს