მოსწავლის თვალით დანახული იდეალური განათლების სისტემა-მუხრანის N3 სკოლის მერვეკლასელმა, ნინო გერაძემ კონკურსისთვის საინტერესო ნამუშევარი შექმნა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში მუდამ აქტიურად და დიდი ხალისით მონაწილეობენ.ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნინო გერაძე საჯარო გამოსვლების კონკურსში მონაწილეობდა.
ღონისძიება ენების ევროპულ დღესთან დაკავშირებით გოეთეს ინსტიტუტში ჩატარდა.
პროექტის თემა - An ideal education system იყო, რომლის ფარგლებში მოსწავლემ ქართულად და ინგლისურად ნამუშევარი შექმნა.
ნინო გერაძემ ნამუშევარში მისთვის იდეალური განათლების სისტემა აღწერა. როგორც მოსწავლე წერს, უნაკლო განათლების სისტემა ახალგაზრდებს უნდა აძლევდეს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენების საშუალებას.
იხილეთ ნინო გერაძის ნამუშარი - ქართულენოვანი ვერსია, ინგლისურენოვანი ვერსია