დიდი მუღანლოს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღინიშნა
28-09-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მუღანლოს საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა აქტივობებმა კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

სწავლის დაწყება ყველაზე ემოციური მაინც პირველკლასელთათვის იყო, რომელთაც ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახი, ბუკები და სახელმძღვანელოები დაახვედრეს.

პედაგოგები პატარა მოსწავლეებს ცოდნის ტაძარში შეუძღვნენ და სასწავლო პროცესს გულმოდგინედ შეუდგნენ.

„მასწავლებლებო და მოსწავლეებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას“, - ვკითხულობთ მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203