აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
28-09-2022
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
მოსწავლეებმა ჩვენი ქვეყნის ამ მტკივნეულ მოვლენას სპეციალური კედლის გაზეთები და ნახატები მიუძღვნეს. ბავშვებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ასევე, მოსწავლეები სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობას დაესწრნენ.
„27 სექტემბერი მძიმე და ემოციური დღეა საქართველოსათვის. აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებით იგრძნობოდა ამ დღისადმი მოწიწება.
დღე, სახელმწიფო დროშის დაშვებითა და სპეციალურად ამ დღისათვის მიძღვნილი აქტივობებით დაიწყო. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გააზრებულად მიუდგნენ დაგეგმილ ღონისძიებებს. შექმნეს კედლის გაზეთები და ნახატები.
ნახატებზე საოცნებო, ჯერ უნახავი, მაგრამ საყვარელი აფხაზეთი გამოსახეს. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები კი აფხაზეთის ა/რ კულტურისა და განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრნენ, სადაც იმერსიული შუქჩრდილებით სანუკვარი კუთხე იხილეს. იმედი იმისა, რომ აფხაზეთი ახლა უფრო ახლოა ვიდრე ოდესმე იყო - უფრო დიდია... დაე, გაუმართლდეთ მოლოდინი“, - ვკითხულობთ სკოლის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს