წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყეს
28-09-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ.

მოსწავლეებს პედაგოგებმა ლამაზად მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს, რითიც ბავშვებს საზეიმო განწყობა კიდევ უფრო გაუძლიერეს.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. „ცოდნის ტაძარში“ უამრავი საინტერესო დღე გელოდებათ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203