არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები კლიმატის კვირეულს საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობებით შეუერთდნენ 
28-09-2022
პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა 2022-23 სასწავლო წლიდან USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში აქტიურად ჩაერთო.

იმერეთში აღნიშნულ პროგრამას სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი - „თაობათა დიალოგი“ ახორციელებს.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა პროექტი  - „კლიმატის კვირეული“, რომელიც მიმდინარეობდა 19-25 სექტემბერს და მას არგვეთის სკოლაში ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - მზია კიპაროიძე.

აღნიშნული კვირეული, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და გააზრებას ისახავდა მიზნად.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობებს: დასუფთავების აქცია, ფლაერების დამზადება და გავრცელება სკოლასა და თემში, მსვლელობა - „დავეხმაროთ დედამიწას“.

VII, VIII, IX, X, კლასის მოსწავლეებმა სოფელ არგვეთში მდებარე მუხრან მაჭავარიანის სკვერი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ბავშვებმა საინტერესო ფლაერები - „კლიმატის ცვლილება ჩვენი ფიქრისა და მსჯელობის საგანია“ დაამზადეს, რომლებიც სასკოლო საზოგადოებსა და თემში გაავრცელეს.

მოეწყო მსვლელობა - „დავეხმაროთ დედამიწას“.

აღსანიშნავია, რომ აქტივობების განხორციელებაში მასწავლებლები: ნონა ხომასურიძე, ლია რაზმაძე და ნატო კიპაროიძე მონაწილეობდნენ .

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203