ბარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში, სოციალურ უფლებებს საინტერესო აქტივობებით გაეცნენ
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო პროექტები თუ აქტივობები ხშირად ტარდება.ამჯერად, სკოლაში მეტად საინტერესო პროექტის - „რა არის სოციალური უფლებები“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.
განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სკოლა მეტ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:
„ჩავატარეთ შემდეგი აქტივობები:
- საინფორმაციო შეხვედრა სოციალური უფლებების შესახებ;
- გავეცანით Enter რეკომენდაციებს
- მონაწილეობა მივიღეთ ამ თემატიკაზე მომზადებულ სიმულაციაში step forward.
- ვითამაშეთ „დიგნითილენდი“- ევროსაბჭოს ორგანიზებით მომზადებული სამაგიდო თამაში ახალგაზრდებისთის სოციალური უფლებების გასაცნობად. აღნიშნული თამაშის გამოყენება შესაძლებელია ფორმალურ სასწავლო გარემოში, სოციალური უფლებების სფეროში რეალობის, პოლიტიკისა და განვითარებული მოვლენების კრიტიკულად შესწავლის მიზნით.
პროგრამის მხარდამჭერები არიან: ბარეთის საჯარო სკოლა, ევროსაბჭოს ევროპის ახალგაზრდული ფონდი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ამბრელა“;
აქტივობები ჩატარდა ორგანიზაცია „ამბრელას“ პროექტის - „რა არის სოციალური უფლებები?“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფონდი იყო“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.