ლიხეთის საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღეს საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობები მიეძღვნა
28-09-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში ენების ევროპულ დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში ევროპის შესახებ ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს.

„ენების ევროპული დღე ჩვენს სკოლაში“ - უკვე ტრადიციად ქცეული; საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობები. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ღონისძიებაში, გამოავლინეს ცოდნა ევროპის, ევროპული ენების, კულტურის შესახებ, შეივსეს ცოდნა ახალი ფაქტებით და უკვე ელოდებიან მომდევნო წელს, რომ კიდევ აღნიშნონ ენების ევროპული დღე ჩვენს სკოლაში“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203