მეორე ობჩის საჯარო სკოლის მასწავლებლები - ლალი გურული და თამარ დათუაშვილი პროფესიული განვითარების კურსის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდნენ
28-09-2022

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და ტრენინგში მონაწილეობენ. 

სკოლის პედაგოგებმა - ლალი გურულმა და თამარ დათუაშვილმა 2021- 2022 სასწავლო წელს, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს და ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში პედაგოგებს წარმატებას ულოცავენ.

„ლიდერი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსის წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ მეორე ობჩის საჯარო სკოლის პედაგოგები: ლალი გურული და თამარ დათუაშვილი, ვულოცავთ კოლეგებს წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203