ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გოჩა ელბაქიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
28-09-2022

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გოჩა ელბაქიძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბავშვებმა ყვავილებით შეამკეს გმირის საფლავი, წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიებას დაესწრო სკოლის დირექტორი არჩილ სადუნაშვილი, რომელიც ბავშვების გოჩა ელბაქიძის გმირული ბრძოლის შესახებ მოუყვა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის პედაგოგები: მზია ჯავახიშვილი, ნანი კარელიძე, შორენა საბანაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გოჩა ელბაქიძე სოფელ ზემო ხვედურეთის მკვიდრი და სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის ვაჟი გახლავთ. 

„გოჩა იყო ჩვენი თანასოფლელი და ამავდროულად ჩვენი სკოლის ყოფილი, ღვაწლმოსილი პედაგოგის ეთერი აკოფაშვილის შვილი. ოჯახს მიღებული აქვს ბევრი მადლობა გოჩას სახელზე, იგი დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203