ივანდიდის საჯარო სკოლაში, სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, ფრენბურთში შეჯიბრებები ჩატარდა
28-09-2022

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა. 

სასკოლო სპორტის კვირეულში საქართველოს სკოლებთან ერთად ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები - რომანი კაკაურიძე და მარიკა კეჩხუაშვილი აქტიურად ჩაერთვნენ.

26 სექტემბერს გაიმართა შეხვედრები ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

სასკოლო სპორტის კვირეული ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროსაბჭოს ოთხი ქვეყნის ჩართულობით ორგანიზებული, მასობრივი სპორტული ღონისძიებების კვირეულია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203