ოზურგეთის N4 სკოლის მასწავლებლებმა გენდერულად დაბალანსებული მიდგომების შემუშავებასა და სკოლაში დანერგვაზე იმსჯელეს
28-09-2022
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლებისთვის საინტერესო ტრენინგი ჩატარდა. 

ტრენინგის მიზანი იყო პედაგოგებისთვის მოსწავლეებზე გენდერული სტერეოტიპების ეფექტის, გენდერულად დაბალანსებული სახელმძღვანელოების, გაკვეთილების და მიდგომების უპირატესობებისა და მნიშვნელობის გაცნობა.

მასწავლებლებმა იმსჯელეს გენდერულად დაბალანსებული მიდგომების შემუშავებასა და სკოლაში დანერგვაზე.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და ტრენინგებში არიან ჩართულნი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203