ქუთაისის N19 სკოლის ოთხი პედაგოგი პროფესიული განვითარების კურსის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდა
28-09-2022

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და ტრენინგში მონაწილეობენ. 

სკოლის პედაგოგებმა - იამზე კიკნაველიძემ, ნანა რუხაძემ, ეკატერინე ლეკვეიშვილმა და ქეთევან ჯინჯიხაძემ 2021- 2022 სასწავლო წელს, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კურსი წარმატებით გაიარეს და ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში პედაგოგებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ კოლეგებს და მადლობას ვუხდით USAID-ის ტრენერს ქალბატონ ბელა დურგლიშვილს საინტერესო და მრავლისმომცველი შეხვედრებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203