„გმირებს დავიწყება არ უწერიათ!“ - ბაღდათის N1 სკოლაში აფხაზეთში დაღუპული გმირის ბესიკ სოფრომაძის მემორიალური დაფა გაიხსნა
28-09-2022

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში აფხაზეთში დაღუპული გმირის ბესიკ სოფრომაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. 

გაიმართა მცირე ღონისძიება, რომელსაც ბესიკ სოფრომაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 

„გმირებს დავიწყება არ უწერიათ! მარადიული დიდება მათ ხსოვნას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

წელს, აფხაზეთის ომიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203