ახლოლალოს საჯარო სკოლის პირველკლასელებს პირველმა მასწავლებელმა ზღაპრული დახვედრა მოუწყო
28-09-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ შორის იყო პირველი კლასის დამრიგებელიც. მან მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახი მორთო და პატარებს ნამდვილად ჯადოსნური განწყობა შეუქმნა.

მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნებიც გადასცეს. თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203