„ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში!“ - ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
28-09-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღე, 27 სექტემბერი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ღონისძიება - „ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში“ ჩაატარეს. ბავშვებმა დეტალურად ისაუბრეს რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციაზე, ჩვენს გმირებზე, რომელთა ხსოვნას ლექსები და სიმღერა - „აფხაზეთო ჩემო“ მიუძღვნეს; ასევე შექმნეს თემატური პლაკატები და ნახატები.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ისტორიის პედაგოგი ცირა ჯელია, ხელოვნების მასწავლებელი ინდიანა დალაქიშვილი და მუსიკის პედაგოგი ნინო დალაქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს