ტომაშეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობდნენ
28-09-2022
თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მასწავლებლები, მოსწავლეებთან ერთად, ლიტერატურულ ფესტივალში - „ზე-კართან“ მონაწილეობდნენ.
ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის ცნობილ ენათმეცნიერს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერს, ბათუმის პირველ პრეფექტის ტარიელ ფუტკარაძეს მიეძღვნა.
მონაწილე პოეტებმა და მწერლებმა ღირსეული ქართველის, ტარიელ ფუტკარაძის სახლ-მუზეუმთან საჯარო ლექციები წაიკითხეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ სოფელ ტომაშეთში სკვერს ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სიტყვით სკოლის დირექტორი გურამ ფუტკარაძე გამოვიდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს