ქუთაისის N38 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის, ზურა კერესელიძის წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში
27-09-2022
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლე, ზურა კერესელიძე პროექტში - „summer reading challenge“ მონაწილეობდა. მეოთხეკლასელმა პროექტის ფარგლებში გამართულ კონკურსში გაიმარჯვა და ოქროს სერტიფიკატი დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ზაფხულში English Book Education-ის და McMillan education-ის მიერ განხორციელდა, რომელშიც მთელი საქართველოდან მონაწილეობდნენ მოსწავლეები.

ნიჭიერ მეოთხეკლასელთან ერთად სერტიფიკატი ასევე, მის პედაგოგს, ნათია ნემსიწვერიძეს გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203