ციხისფერდის საჯარო სკოლის ბეჯით მოსწავლე ბარბარე ფასიეშვილს izrune.ge-ს დიპლომი დირექტორმა და დამრიგებელმა საზეიმოდ გადასცეს
28-09-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე ბარბარე ფასიეშვილი izrune.ge-მ დააჯილდოვა. 

izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის ბარბარეს სკოლაში გაეგზავნა სპეციალური დიპლომი, დასტურად საქართველოს რეგიონების შეცნობისა. ბეჯით მოსწავლეს წარმატების დიპლომი სკოლის დირექტორმა ნინო ნადირიძემ და დამრიგებელმა მაია არობელიძემ გადასცეს.

izrune.ge ულოცავს ბარბარეს მიღწეულ წარმატებას

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203