„ამ პროექტის საშუალებით ცოდნა​ გავიღრმავე“- გაიცანით, დაბა ნასაკირალის მოსწავლე, izrune.ge-ს დიდი ოჯახის წარმატებული წევრი ლიზი ბერიძე
28-09-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის ბეჯითი მოსწავლე, წარმატებული „იზრუნელი“ ლიზი ბერიძე izrune.ge-მ დააჯილდოვა. 

izrune.ge-ს საზაფხულო პროექტ „გაიცანი საქართველოში“ აქტიური მონაწილეობისთვის და ბრწყინვალე შედეგებისთვის ლიზი ბერიძეს სკოლაში გადაეცა izrune.ge-ს დიპლომი.

„მე ვარ ლიზი ბერიძე, დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე. ორი თვის წინ ჩავერთე izrune.ge-ს ტესტებში. ამ პროექტის საშუალებით გავიღრმავე ცოდნა. ტესტები ძალიან საინტერესოა. მე ყველაზე მეტად ზაფხულის ტესტები მომეწონა. სხვებს იმიტომ ვურჩევ ამ პროექტში ჩართვას, რომ ძალიან საინტერესო და მარტივი კითხვებია. „იზრუნე“ ძალიან კარგი პროექტია და ყველას ვურჩევ ჩაერთოს ამ პროექტში. ძალიან გამიხარდა, როდესაც დიპლომი გადმომცეს. დიდი მადლობა izrune.ge-ს“,- გვწერს მოსწავლე. 

izrune.ge ულოცავს ლიზის მიღწეულ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203