ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის პირველკლასელებს ცოდნის ტაძარში უნიკალური წიგნი-რვეული -„პირველკლასელთა აკადემია“ შეუძღვა
28-09-2022

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასკოლო ცხოვრება უნიკალური წიგნი-რვეულით - „პირველკლასელთა აკადემიით“ დაიწყეს.

წიგნი, რომლის მთავარი მიზანი ბავშვისთვის სკოლის და სწავლის შეყვარებაა, პატარებს ცოდნის სამყაროში შეუძღვა და სასკოლო პროგრამის ათვისებაში ეხმარება. 

​ხონელი პირველკლასელები სასკოლო მზაობის წიგნი-რვეულით საზეიმოდ დასაჩუქრდნენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კულტურის ცენტრში პირველკლასელთათვის ღონისძიება გაიმართა, სადაც „ეტალონის“ ავტორისა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, გოჩა ტყეშელაშვილის მიერ შედგენილი წიგნები „პირველკლასელთა აკადემია“ 283 ბავშვს გადაეცა.

პატარებისთვის საჩუქრების შესყიდვა აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“ უკვე მოიცვა მთელი საქართველო, ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია.

სახელმძღვანელო ბავშვებს პირველ კლას​ში წარმატებით სწავლისთვის იმ უნარებს შესძენს, რაც შემდგომი მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203