წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პროექტის -„პატრიოტი დიასპორელები“ მონაწილეებმა ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს
28-09-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და დიდი მნიშვნელობის პროექტი „პატრიოტი დიასპორელები“ დაიწყო, რომლის ფარგლებში უკვე არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
მათ შორის, პროექტის მონაწილეებმა წყალტუბოს ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს და საკუთარი თვალსაწიერი გაიფართოვეს.
მონაწილეები სტუმრად იმყოფებოდნენ: ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, თეთრ მღვიმესა და წყალტუბოს სპორტის სასახლეში.
პროექტი ფონდ „საქართველოს ემიგრანტების“ ხელმძღვანელობით იმართება. ის უცხოეთში მყოფი, ეთნიკურად ქართველი მოზარდების, საქართველოს საჯარო სკოლებში, მათთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროს, გაკვეთილებზე დასწრებას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდები თავიანთ ფესებს არ მოსწყდნენ.

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს