სენაკის N2 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
28-09-2022
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის უმძიმესი დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის აფხაზეთის ომი ყველაზე მტკივნეული თარიღია, მით უფრო სკოლა ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელს ღირსეულად ატარებს. საგაკვეთილო პროცესი სკოლაში წუთიერი დუმილით და გარდაცვლილთა ხსოვნის პატივისცემით დაიწყო.
„27 სექტემბერი უმძიმესი დღეა თითოეული ქართველისთვის, განსაკუთრებით მტკივნეულია იგი ჩვენი სკოლისთვის, რომელიც ღირსეულად ატარებს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელს. 27 სექტემბრისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილითა და ამ დღის მოვლენების გახსენებით დაიწყო ყველა გაკვეთილი ჩვენს სკოლაში.
26 სექტემბერს ჩატარდა ეროვნული გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი გაკვეთილი IVა კლასში მასწავლებელ მეგი გრიგოლიას მიერ; გაკვეთილის მიზანი იყო, პატარებისთვის ამ დღის მნიშვნელობისა და ეროვნული გმირის ღვაწლის გაცნობა-გათავისება. გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად გადაინაცვლეს საჯარო ბიბლიოთეკაში, წაიკითხეს ლექსები, გაესაუბრნენ ბიბლიოთეკისა და გმირის სახელობის მუზეუმის თანამშრომლებს. დღეს კი პატივი მიაგეს ჟიული შარტავას ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს ეროვნული გმირის ბიუსტი.“, - ვკითხულობთ სკოლის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს