დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა-მარია ჩართოლანს izrune.ge-ს დიპლომი საზეიმოდ გადაეცა
27-09-2022
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა-მარია ჩართოლანი izrune.ge-ს დიდი ოჯახის კიდევ ერთი წარმატებული წევრია.

ანა-მარიას წარმატება მისი მზრუნველი დამრიგებლის, ეკა ნაკანის დამსახურებაა, რომელიც ნიჭიერ მოსწავლეს მუდამ გვერდით უდგას.

ანა-მარიას izrune.ge-მ​ შესაძლებლობა მისცა განვითარებულიყო და მეტი განათლება მიეღო. წარმატებულ მოსწავლეს izrune.ge-ს ტესტების შესრულება ყოველთვის დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

ანა-მარიას izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში - „გაიცანი საქართველო“ აქტიური მონაწილეობისთვის და ბრწყინვალე შედეგებისთვის სკოლაში izrune.ge-ს დიპლომი გადაეცა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203