რუსთავის N5 სკოლის მოსწავლეებს - მარიამ კუპატაძესა და მარიამ სამანიშვილს izrune.ge-მ წარმატების დამადასტურებელი დიპლომი სკოლაში გაუგზავნა
27-09-2022

რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები, წარმატებული „იზრუნელები“ მარიამ კუპატაძე და მარიამ სამანიშვილი izrune.ge-მ დააჯილდოვა. 

izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის მოსწავლეებს სკოლაში სპეციალური დიპლომი გაეგზავნათ, დასტურად საქართველოს რეგიონების შეცნობისა. ბეჯით გოგონებს წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მათთვის უსაყვარლესმა პედაგოგმა, თამარ შაკიაშვილმა გადასცა.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203