მულახის საჯარო სკოლას საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა
27-09-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლას საჩუქრად ორი პერსონალური კომპიუტერი და პროექტორი მოძრავი ეკრანით გადაეცა.
ეს მეტად საჭირო საჩუქრები სკოლას პარლამენტის წევრის, ლევან იოსელიანის თანადგომით გადაეცა.
როგორც სკოლაში აცხადებენ აღნიშნული საჩუქარი მათთვის უდიდესი მხარდაჭერაა.
„როცა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში პარლამენტის მკვლევართა გუნდს შევხვდით ჩვენი სკოლის ციფრული რესურსების სიმწირე განსაკუთრებით გულთან ახლოს ლევან იოსელიანმა მიიტანა და დაგვპირდა თანადგომას.
მულახის საჯარო სკოლის დირექტორის, პედაგოგების, მოსწავლეების სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ ლევანს ასეთი მაღალი სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობისთვის. მან ჩვენს სკოლას ორი პერსონალური კომპიუტერი და პროექტორი მოძრავი ეკრანით გადასცა საჩუქრად. მაღალმთიანი სოფლის სკოლისათვის და მოსწავლეებისთვის ეს დიდი თანადგომა და მხარდაჭერაა“, - აცხადებენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს