თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორ მერაბ კობახიძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
27-09-2022

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორ მერაბ კობახიძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. 

დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი სკოლის დირექტორს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელ ზურაბ აზარიაშვილთან ერთად გადასცა.

მერაბ კობახიძემ პედაგოგიური მოღვაწეობა 1981 წლიდან მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო და 42 წელია ემსახურება პედაგოგიურ საქმიანობას.

დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაწესდა და ყოველწლიურად წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აღნიშნული პროფესიის წინაშე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203