ოზაანის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
27-09-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ისტორიის პედაგოგმა, ბელა კოჭლამაზაშვილმა უფროსი კლასის მოსწავლეებთან აფხაზეთის ომის შესახებ დეტალურად ისაუბრა და ბავშვებს სოხუმის დაცემის დღე შეახსენა.

ღონისძიებაში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული საშუალო საფეხურის მოსწავლეები. აქტივობას სკოლის დირექტორი ნინო მეხრიშვილი, მე-9 - მე-10 კლასის დამრიგებელი მაია თევზაძე და მე-11 კლასის ხელმძღვანელი მარიამ ჯანიაშვილი ესწრებოდნენ.

„1993 წლის 27 სექტემბერი შავი ასოებით შევიდა საქართველოს ისტორიაში, უამრავი ქართველი შეეწირა ქართველთ მოძულე იმპერიას. დღეს, 27 სექტემბერს, აფხაზეთის დაცემის დღეა, ტკივილიანი და სევდიანი, საქართველოს დროშამ თავი დახარა“, - აღნიშნულია სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203