ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებლები გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების შესახებ გამართულ ტრენინგში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ
27-09-2022
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებლები ტრენინგში - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“, მონაწილეობდნენ. 

პროექტი, რომელშიც პედაგოგები ინდირა შათირიშვილი, ეკატერინე არუსია და თამილა ხელიძე ჩაერთნენ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. 

დასკვნითი შეხვედრა ურეკში გაიმართა, სადაც ისინი აქტიური და ნაყოფიერი მონაწილეობისათვის სერტიფიკატებითა და საჭირო ლიტერატურით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში პედაგოგების წარმატებით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203