„დიდება გმირებს!“ - თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-09-2022
სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავდადებული გმირები და სკოლის ეზოში არსებულ მემორიალთან ყვავილები მიიტანეს.

მოსწავლეების პატრიოტულ აქტივობას ფონად სლოგანი - „დიდება გმირებს!“ გასდევდა. თითოეული ბავშვი 27 სექტემბრის მოვლენებს ძირფესვიანად იაზრებს და იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ამავდროულად მტკივნეული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომიდან 29 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203