„ჩვენო თვალხატულა აფხაზეთო, დიდო სადარდელო ჩვენო“- წყალტუბოს N1 სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს სპეციალური გაკვეთილი მიეძღვნა
27-09-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა. 

მე-6 კლასში ამ თარიღზე საუბარს სპეციალური გაკვეთილი - „ჩვენო თვალხატულა აფხაზეთო, დიდო სადარდელო ჩვენო“ დაეთმო. ის საგან ჩვენი საქართველოს მასწავლებელმა ფიქრია გიორხელიძემ ჩაატარა. პედაგოგი მოსწავლეებს აფხაზეთის ბუნებრივ-გეოგრაფიული და კულტურულ-ისტორიული თავისებურების შესახებ, power pont-ის გამოყენებით, ესაუბრა.

მოსწავლეებმა ინფორმაცია ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, ზურაბ იარაჯულისა და მამია ალასანიას შესახებ მოიძიეს. შემდეგ კი თანაკლასელებს გააცნეს. 

მათ ასევე, თემატური პოსტერები - „რა ვიცით აფხაზეთის შესახებ“; „რა არის ჩემთვის აფხაზეთი“; და „რას ვიტყოდი აფხაზეთში მცხოვრებ ბავშვებს“ - მოამზადეს. 

აფხაზეთის ომიდან 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ის 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით - საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203