ხარაგაულის N2 სკოლა კლიმატის ცვლილებების კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
27-09-2022
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა კლიმატის ცვლილებების კვირეულის აღნიშვნას შეუერთდა.
სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამაშია ჩართული. აღნიშნული კვირეულიც სწორედ მის მიერაა გამოცხადებული. შემოთავაზებული აქტივობებიდან სკოლაში დასუფთავების აქცია და პრეზენტაცია თემაზე „კლიმატის ცვლილება“ შეირჩა.
კვირეულში VII, VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები აქტიურად, დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ გარემო გულდასმით დაასუფთავეს და თემატური პრეზენტაციები მოამზადეს.
სკოლა კვირეულში ჩართულ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და პარტნიორ ორგანიზაციას მადლობას უხდის.
„აქტივობის სრულფასოვნად განხორციელებაში დახმარება გაგვიწია პარტნიორმა ორგანიზაციამ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ასევე, დიდი მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს