„მოუთმენლად ველოდებით მოსწავლეებთან შეხვედრას“- ბათუმის N2 სკოლაში სასწავლო წელი 3 ოქტომბერს დაიწყება
27-09-2022
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2022-2023 სასწავლო წელი 3 ოქტომბერს დაიწყება.

სწავლა ამ ეტაპზე ჰიბრიდულად განახლდება - რეაბილიტირებულ სასკოლო სივრცეში, ახალ კორპუსში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით რეჟიმში, ხოლო VII-XII კლასის მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესი დაიწყება დილის 10 საათიდან, ონლაინ რეჟიმში.

აღნიშნული განრიგი დროებითია და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად, ძველი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბერშივე დასრულდება.

სწავლის განახლებასთან დაკავშირებით სკოლამ განცხადება გაავრცელა. 

„აღნიშნული გრაფიკი განაპირობა სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოვლენილმა გაუთვალისწინებელმა სხვადასხვა ტიპის პრობლემებმა, რამაც გამოიწვია სამუშაოების მოცულობის გაზრდა.
სკოლის ადმინისტრაცია და უკლებლივ ყველა პედაგოგი მოუთმენლად ველოდებით მოსწავლეებთან შეხვედრას.
იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის! ერთად დავწეროთ ბათუმის N2 საჯარო სკოლის ისტორიის კიდევ ერთი ახალი ფურცელი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203